|
2020-10-03 18:07:51, 1496 ნახვა
ომი უკრაინაში
პეტრო პოროშენო, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე, მარინა პოროშენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მეგობრებო, ჩვენი ოჯახი გულწრფელად მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის. დღეს COVID-19-ს ებრძვიან ჩემი შვილი და მეუღლე. პეტრო პოროშენკო ჰოსპიტალიზებულია კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში, რომელიც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობს. იმის მიუხედავად, რომ ჩემს მეუღლეს ორმხრივი ფილტვის ანთება აქვს, მას ძლიერი ნებისყოფა აქვს, რომელსაც ვირუსთან ბრძოლის დროს ავლენს. ის აშკარად მიყვება მოწესრიგებულ მკურნალობის პროტოკოლს", - ამბობს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე მარინა პოროშენკო ვიდეომიმართვაში. პეტრო პოროშენკოს კორონავირუსით ინფიცირების შესახებ 29 სექტემბერს გახდა ცნობილი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)