|
2020-10-03 17:01:51, 716 ნახვა
რეგიონი
ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მოზარდის ცხედარი იპოვეს
ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მოზარდის ცხედარი იპოვეს. 16 წლის ბიჭს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა, სოფელ ჯოჭოში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. "საძიებო სამაშველო სამუშაოები დასრულებულია, ვიპოვეთ არასრულწლოვნის ცხედარი, რომელსაც ამ წუთებამდე ეძებდა სამაშველო სამსახური. გრძელდება შუახნის მამაკაცის ძებნის სამუშაოები, რომელიც მდინარემ წაიღო, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მეხანძრე - მაშველს, რომელიც ჩართული იყო ოპერაციაში" - განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კოტე ანანიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მეწყერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 1 ოქტომბერს, გვიან ღამით ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი მიწის მასის ქვეშ მოექცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)