00:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-03 16:35:52, 1145 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის საგარეო - აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა დიდ საფასურს გადაიხდის მათი დანაშაულებისთვის

აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდ საფასურს გადაიხდის მათი დანაშაულებისათვის, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

 ინფორმაციას ადგილობრივი მედი ავრცელებს.

„სომხეთის რესპუბლიკა, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტია, მიიღებს ყველა საჭირო ნაბიჯს და ზომას ამ მასიური დანაშაულების თავიდან ასაცილებლად.

აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდ საფასურს გადაიხდის სომხების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისთვის, ამ რეგიონში ტერორისტების შეყვანისა და რეგიონალური უსაფრთხოების დარღვევისთვის“, - განაცხადეს უწყებაში.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics