|
2020-10-03 13:45:38, 1404 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი ორივე პაციენტი აჭარიდანაა
კორონავირუსით გარდაცვლილი ორივე პაციენტი აჭარიდანაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი გარდაცვლილი 61 წლის ქალია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, მეორე კი 66 წლის კაცია, რომელიც ქობულეთის საავადმყოფოში მკურნალობდა. ორივე მათგანს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. „61 წლის ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის უკმარისობა, შოკი. 66 წლის კაცი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული დიაგნოზით 2 ოქტომბერს შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის შეშუპება, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)