|
2020-10-03 11:10:12, 956 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარას, 22 სამეგრელო-ზემო სვანეთს, 57 კი თბილისს უკავშირდება
კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარას, 22 სამეგრელო-ზემო სვანეთს, 57 კი თბილისს უკავშირდება. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „სამწუხაროდ ყველაზე მეტი რაოდენობით გახლავთ აჭარაში, სადაც ფიქსირდება 360 პაციენტი, თბილისსში 57 ახალი დადასტურებული შემთხვევაააა, სამეგრელო-ზემო სვანეთში 22 ახალი დადასტურებული კოვიდინფიცრებულია, იმერეთში 11 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, ქვემო ქართლსა და კახეთში 6-6 ახალი შემთხვევაა, გურიაში 5, მცხეთა-მთიანეთში 3 და სამცხე-ჯავახეთში 1 ახალი შემთხვევაა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ. ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ქვეყანაში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 7564-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 278-ით გაიზარდა და 3992-ს მიაღწია. ამასთანავე, კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და ლეტალობის შემთვევათა რიცხვი, ამ დროისთვის 46-ს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)