|
2015-01-28 22:51:49, 884 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: თუ აუცილებლობა არ იქნება, ხელისუფლებაში ჩემი დაბრუნება არასწორია
„ თუ აუცილებლობა არ დადგა, ჩემი დაბრუნება ხელისუფლებაში არასწორი იქნება“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში თეა სიჭინავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ივანიშვილის შეფასებით, ის რაც უფრო დიდხანს დარჩებოდა ხელისუფლებაში, საზოგადოების განვითარებისთვის საზიანო იქნებოდა. „რაც მეტს დავრჩებოდი ხელისუფლებაში, საზოგადოებისათვის მით უფრო საზიანო იქნებოდა. რადგან კარგი ხელისუფალი და კარგი მმართველი იქნება იმდენად, რამდენადაც საზოგადოება მოახერხებს მას მიუთითოს, თუ რა უნდა, ხელისუფლებამ საზოგადოების განწყობა უნდა იცოდეს და გრძნობდეს. ასევე ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, საზოგადოება მას შეცდომებს და გადახვევებს არ აპატიებს. ის ნდობა, რაც მე გამაჩნდა, პრემიერ–მინისტრის პოსზტზე არ უნდა დახარჯულიყო, ან მთლიანად მთავრობაზე, ხელისუფლებაზე. ის ჭარბი ნდობა მოადუნებდა იმ მუხტის განვითარებას, რაც აუცილებელია, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ პატრონი ამ ქვეყნის არის მთელი საზოგადოება და არა ხელისუფლება, ან მისი პრემიერი ან პრეზიდენტი. სწორედ, ჩემი წამოვლით ის ჭარბი ნდობა, რაც დათვურ სამსახურს უწევდა საზოგადოებას, მოვაშორე და საზოგადოებასვე დავუბრუნე და გავხდი მისი წევრი. ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს, როგორ აკრიტიკებს, როგორ ბედავს, რატომ ამბობს, არყევს პრეზიდენტის ინსიტუტს, არაფერიც არ ხდება. ჩემი დაბრუნება რა თქმა უნდა არ იქნება სწორი და თუ აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას, მეორედ მოსვლას ვადარებ მე ამას“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)