|
2020-10-02 10:23:27, 1178 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გასაწევრიანებლად
„საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გასაწევრიანებლად", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის პოლიტიკას ოთხი ძირითადი ამოცანა აქვს: ნატოსთან თავსებადობის გაზრდა და საბოლოოდ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნა და ეფექტიანი რეზერვისა და რეკრუტირების სისტემის ჩამოყალიბება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ მიმართულებით „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა. „საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გასაწევრიანებლად და საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი შეესაბამება ნატოს სტანდარტს, რომლის თანახმად თავდაცვას ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე ხმარდება და ეს შენარჩუნდება მომდევნო წლების განმავლობაში. აქტიურად ხორციელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), გაიზარდა საერთაშორისო წვრთნების მასშტაბები და ჩამოყალიბდა ნატოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრი, შეიქმნა და მომავალში განხორციელდება საბრძოლო-საწვრთნელი ცენტრის (CTC) სრულფასოვანი გამართვა, რომელიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით ხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც, მისი თქმით, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია: „შეერთებულ შტატებთან გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება; დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს საქართველო-ამერიკის ერთობლივი უმნიშვნელოვანესი პროექტი - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP); ქართული ოცნების ხელისუფლების დროს წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით გაორმაგდა აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსება და 227 მილიონი დოლარი შეადგინა“, -აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, საამაყო ქართველი ჯარისკაცები ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას ავღანეთში და სხვადასხვა მისიებში მსოფლიო მშვიდობის დასაცავად.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)