|
2020-09-30 16:48:19, 673 ნახვა
რეგიონი
რამაზ გოგიაშვილის გარდაცვალებიდან 10 წლისთავი აღინიშნა
დღეს სოფელ ზემო ხანდაკში, ავღანეთში სამშვიდობო მისიის საბრძოლო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპული რამაზ გოგიაშვილის გარდაცვალებიდან 10 წლისთავი აღინიშნა. სამშობლოს ერთგული მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგო ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მეგობრებმა, თანასოფლელებმა. თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა შალვა სიყმაშვილმა თანამშრომლებთან ერთად დაღუპულის საფლავი გვირგვინით შეამკო. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ოფიცერი 2010 წლის 30 სექტემბერს, სამხედრო დავალების შესრულების დროს, ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. რამაზ გოგიაშვილი 1991 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციაში. მონაწილეობდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ბრძოლებში, რისთვისაც დამსახურებული ჯილდოები აქვს მიღებული. 2010 წელს გარდაცვალების შემდეგ რამაზ გოგიაშვილი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. #დიდებაგმირებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)