|
2015-01-28 22:12:42, 847 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ნარმანიამ თბილისური ხასიათი უნდა გაითვალისწინოს
ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია პროფესიონალია, თუმცა მან მუშაობის ტემპს უნდა მოუმატოს. ივანიშვილმა ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თეა სიჭინავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „როდესაც დავით ნარმანია დავასახელე, თავიდანვე ვთქვი, რომ ის მერობის კარგი კანდიდატი იქნებოდა. ვფიქრობ, არ შევმცდარვარ. ის მეთოდურობა და პროფესიონალიზმი რაც მას ახასიათებს, თბილისის მერობასთან მთლიანად თანხვედრაში ვერ მოვიდა, გასანკუთრებით დასაწყისში. ამავე დროს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სცდილობდა მისთვის საბოტაჟი მოეხდინა და ა.შ. რაღაც ეტაპზე საზოგადოება ამჩნევდა, რომ მას გაუჭირდა. ნარმანია რა თქმა უნდა თავისთავად მაქსიმალურად ეფექტური უნდა იყოს და უნდა ეცადოს განახორციელოს ის ფუნქციები ,რაც მას კონსტიტუციურად ევალება, მაგრამ საზოგადოებაც უნდა შევეჩვიოთ. მე მომწონს მისი მეთოდურობა, თუნდაც მისი ინერტულობაც, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქართულ ხასიათთან“, – აღნიშნა ივანიშვილმა. ყოფილი პრემიერი ნარმანიას მოუწოდებს, მართვის დროს ქართული და განსაკუთრებით თბილისური ხასიათი გაითვალისწინოს. „რადგან ის თბილისელი არ გახლავთ, ამაზე ბევრი თბილისელი შფოთავს და გონიათ, რომ თბილისელობა რაღაც მაღალი წოდებაა. ნარმანია თბილისელი რომ არ არის, ამასთან შეგუება უჭირთ. თუმცა, რა თქმა უნდა ნარმანიამ უნდა გაითვალისწინოს და ტემპს მოუმატოს, მაგრამ ჩვენც შევეგუოთ, რომ ასეთი მეთოდურობა რამდენჯერმე გაზომილი და მერე გაკეთებული, გვერჩიოს იმ სისწრაფეს, რასაც ჩვენ მიგვაჩივეს ხელოვნურად“, – განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, მართვის დროს კონკრეტულ საკითხებზე ნაადრევ გადაწყვეტილებას, მისი კარგად გაანალიზება ჯობია. „მართვაში აუცილეებლია, თუ არ გინდა, რომ შეცდომა დაუშვა, უნდა გაზომო 10–ჯერ, 100–ჯერ და მერე გაჭრა და არა ის, რაც ერთმა კაცმა მიგვაჩვია, რომ სწრაფად მიდიოდა, 2 წელიწადში ასაშენებელს 2 თვეში აშენებდა,მერე ის ფუჭდებოდა და ინგრეონდა“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)