|
2015-09-17 13:26:51, 648 ნახვა
საზოგადოება
საქართველო ხვალ დასუფთავების მორიგ კამპანიას შეუერთდება
საქართველო მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად 18, 19 და 20 სექტემბერს კამპანიაში „დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო“ ერთვება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ვიცე-მერმა ნინა ხატისკაცმა და შვედეთის სრულუფლაბიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქვივიმ მედიის წარმომადგენლებთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს. საქართველო უკვე მეექვსე წელია რაც ამ აქციაში ჩაერთო და რიგით 121-ე ქვეყანა გახდა, რომელიც მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე დაიტანეს. წლევანდელი მსოფლიო კამპანიის მოწოდებაა: ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა. დასუფთავების აქცია ხვალ, რვა საათზე ახალ იპოდრომზე, ლისის ტბიდან დაიწყება. მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ აქციაში. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ეს კამპანია რამდენიმე დღეში არ დასრულდება. „მეექვსე წელია, რაც საქართველო ამ აქციას უერთდება. 18, 19 და 20 სექტემბერს ეს კამპანია სისტემატურად იმართება. ძლიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, იმ ჩართულობისთვის, რომელსაც იჩენენ. წლის განმავლობაში ისინი ბევრ ადგილზე საკუთარი ინიციატივით, საკუთარი რესურსებით გამოდიან ხოლმე და ჩვენ ქვეყანას კიდევ უფრო ალამაზებენ“, - აღნიშნა პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გიგლა აგულაშვილმა. შვედეთის ელჩმა მარტინა ქვივიმ აქციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და ყურადღება იმ მიღწევებზე გაამახვილა, რაც უკვე მიღწეულ იქნა საქართველოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ. შექმნილია ინფრასტრუქტურული რუკა, სადაც წითელი ლაქებით გამოყოფილია დაბინძურებული ადგილები. მოხერხდა 900 ასეთი ადგილის დასუფთავება, რაც უკვე მწვანე ლაქებით აღინიშნა. შვედეთის ელჩს მიაჩნია, რომ შედეგის მისაღებად ხალხის მხარდაჭერაა საჭირო. მან იმედი გამოთქვა, რომ ხვალ აქციას, რომელშიც მსოფლიოს მაშტაბით, 35 მილიონი ადამიანია ჩართული, კიდევ ბევრი მოხალისე შეემატება. შეხვედრაზე აღინიშნა ის ინიციატივაც, რომელსაც შვედეთის საელჩო ჩაატარებს. 30 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში „გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები საქართველოში“ ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის - გამოფენა „კლიმატის ცვლილების პირისპირ“. ასევე გაიმართება შეხვედრები და დისკუსიები სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით. 3 ოქტომბერს „გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები საქართველოში“ ფარგლებში, ჩატარდება მაშტაბური დასუფთავების აქციები.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)