|
2020-09-27 18:52:27, 684 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის შეწირულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. დღეს, შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ და საკრებულოს თავჯდომარე გიორგი დავითაძემ, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ფრიდონ მახარაძის მამასთან ერთად, საქრთველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის შეწირული გმირთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. ხელმძღვანელმა პირებმა ფრიდონ მახარაძის მამას კიდევ ერთხელ თანადგომა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნის ერთიანობისთვის ფრიდონ მახარაძის თავდადება სამაგალითოა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)