00:54 - 23 May, 2026
|
2020-09-25 14:35:30, 1415 ნახვა
ომი უკრაინაში
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გია კიკაბიძემ დაუდასტურა. როგორც მან აღნიშნა, ფუტკარაძე უკვე კვირაზე მეტია ბინაზე მკურნალობს და მისი დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს. „ანალიზებს იტარებს, იწვა კლინიკაში, ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია ორჯერ, ფილტვის ანთება არა აქვს, მსუბუქი, უსიმპტომო ფორმა და ამიტომ აგრძელებს მკურნალობას სახლში და დისტანციური მართვის რეჟიმზეა გადართული“, - განაცხადა გია კიკაბიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)