|
2020-09-25 11:28:36, 555 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2012 წლამდე საქართველოში 3-ჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა
შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2012 წლამდე საქართველოში ციხეებში სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა და ხდებოდა 3-ჯერ მეტი დანაშაული. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა. "რომ ავიღოთ 2012 წლამდე, მე არ მიყვარს ხოლმე გახსენება, რომ ძველ მთავრობაში ასე ხდებოდა და ახლა ასე ხდება, მაგრამ სამწუხაროდ იძულებული ვარ ამას ხაზი გავუსვა. ელემენტარულად, ციხეებში 24000-25000 ადამიანი იჯდა, ახლა როგორც ვიცი, 9 000-მდეც არაა. მაშინ ცდებოდა 300 ერთეული დანაშაული, ახლა ხდება 100 ერთეული. 3-ჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა მაშინ, როდესაც ციხეში 3-ჯერ მეტი ადამიანი იჯდა. არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა, დაიქცა ქვეყანა“,-აღნიშნა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)