|
2020-09-24 10:42:59, 638 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც
ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ბავშვები, განსაკუთრებით კი დაწყებითი კლასის მოსწავლეები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ. „ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი შეზღუდვა რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით. ვერ დაწესდება შეზღუდვები ისეთი მიმართულებით როგორიცაა ეკონომიკა, განათლება ან თუნდაც პოლიტიკური და საარჩევნო პროცესი. დღეს ჩვენ გვექნება კორონავირუსის საბჭო, სადაც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ სასწავლო პროცესის აღდგენას ქვეყანაში, რამეთუ რისკების გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა დაბრუნდეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და ბავშვები განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)