|
2020-09-24 10:33:58, 554 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია
„საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად სუსტი ჯანდაცვის სისტემისა, ქვეყანა საკმაოდ კარგად გაუმკლავდა კორონავირუსის გამოწვევას. „ყველას ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი არსად არ წასულა, ვირუსი არის ჩვენთან და როდესაც ვამბობთ, რომ ადაპტაციის ეტაპზე ვართ, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება, რაც მარტივი წესების დაცვას ნიშნავს. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ცალკე აღებული რომელიმე სახელმწიფო მათ შორის საქართველოც დაამარცხებს ვირუსს. კიდევ ერთი რამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მივიღეთ, ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყნის რესურსული მდგომარეობა, ასევე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთვევაში საკმაოდ კარგად გაუმკლავდა ამ გამოწვევას. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ჯანდაცვის სისტემა 6 თვეში შეიცვალა“, - განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)