23:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 02:39:53, 705 ნახვა

მსოფლიო
ჯონ მაკკეინის ოჯახი მხარს, ჯო ბაიდენს უჭერს

ამერიკელი პოლიტიკოსის და საქართველოს დიდი მეგობრის გარდაცვლილი სენატორის ჯონ მაკკეინის ოჯახი მხარს, დემოკრატიული პარტიის კანდიდტს, ჯო ბაიდენს უჭერს.
რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ქვრივმა, სინდი მაკკეინმა განცხადება გაავრცელა სადაც დაწერა, რომ მთელი ოჯახი რესპუბლიკელები არიან, მაგრამ პირველ რიგში ამერიკელები.

"მე და ჯო ყოველთვის არ ვთანხმდებით საკითხებზე და ვიცი, რომ მას და ჯონს მგზნებარე დებატები ჰქონიათ, მაგრამ ის კარგი და პატიოსანი ადამიანია. ის ღირსეულად გაგვიძღვება. ის იქნება მთავარსარდალი, რომელზე დაყრდნობაც შეეძლება მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო საბრძოლო ძალას, იმიტომ რომ მან იცის როგორია შვილის ბრძოლაში გაშვება". – თქვა სინდი მაკეინმა.

ჯონ მაკკეინი 2018 წლის 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. 3 წლით ადრე ამ დიაგნოზით ჯო ბაიდენის შვილი, ბიუ ბაიდენი გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics