|
2020-09-23 18:57:53, 604 ნახვა
კომენტარი
ჰუბერტ ქნირში - ყველა პარტია უნდა ეცადოს, რომ აირიდოს ძალადობა საარჩევნო კამპანიაში
“ყველა პარტია უნდა ეცადოს, რომ აირიდოს ძალადობა საარჩევნო კამპანიაში” , - ამის შესახებ გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის ფაქტორი პარტიებს ხელს უშლის ამომრჩეველთან შეხვედრაში. “ყველა ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში პოლარიზებული პოლიტიკური ლანდშაფტია. თუ შევადარებთ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ვფიქრობ კამპანია მნიშვნელოვნად კარგად დაიწყო. ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ფაქტორს, რაც არჩევნებს სირთულეს სძენს ამ წელს. თუ გავითვალისწინებთ პანდემიას, პოლიტიკურ პარტიებს ეს უქმნის სირთულეს შეხვდნენ ამომრჩეველს. ასევე, ყურადღებით ვაკვირდებით ძალადობრივ ინციდენტებს, ეს ჩემს შეშფოთებას იწვევს. ერთი-ერთი მაგალითია ინციდენტები მაჟორიტარულ კამპანიებზე, რეგიონებში და ასევე თბილისშიც. პარტიის აქტივისტი სცემეს, ეს მაძლევს შეშფოთების საფუძველს, პარტიებმა ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ. არჩევნების შესახებ ქცევის კოდექსზე, პარტიებმა სულ ცოტა ხნის წინ მოაწერეს ხელი. ამიტომ, ყველა პარტია უნდა ეცადოს, რომ აირიდოს ძალადობა საარჩევნო კამპანიაში”, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)