|
2020-09-23 13:58:36, 1699 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი 76 წლის კაცია, რომელიც ბათუმის ცხელების ცენტრში მკურნალობდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი 76 წლის კაცია, რომელიც ბათუმის ცხელების ცენტრში მკურნალობდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე რთულად იყო შეფასებული. "პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ19." - ამბობენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა და ჯამში, კოვიდ19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)