|
2015-09-16 14:20:58, 553 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტური კონფერენცია „ოზონის შრე - სიცოცხლის ფარი“ გაიმართა
ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტური კონფერენცია „ოზონის შრე - სიცოცხლის ფარი“ გაიმართა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობა 200-ზე მეტმა ახალგაზრდა გარემოსდამცველმა მიიღო. მოეწყო ახალგაზრდა დიზაინერების მიერ ოზონის შრის დაცვის თემაზე შექმნილი პოსტერების გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება. სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გამარჯვებულებს გიგლა აგულაშვილმა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, და ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა გადასცეს. საგანმანათლებლო კამპანია, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, 2015 წლის ივლისში დაიწყო. და წლის ბოლომდე გაგრძელდება. საინფორმაციო შეხვედრებს, ლექციებსა და სემინარებს უკვე დაესწრო 200-ზე მეტი სტუდენტი. კამპანია ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) ხელშეწყობითა და სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ ორგანიზებით. ოზონის შრის დაცვის კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული საგანმანათლებლო დაწესებულებები - სკოლები და უნივერსიტეტები. გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო 2006 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ ოზონის შრის დაცვის მიმართულებით. მონრეალის მრავალმხრივი ფონდის დაფინანსებითა და UNDP-ის ხელშეწყობით შეიქმნა და აღიჭურვა მაცივარაგენტების რეციკლირების ორი ცენტრი, უახლესი ტექნიკით აღიჭურვა სამაცივრო დანადგარების მომსახურების 20 კომპანია, სხვადასხვა კომპანიამ და ორგანიზაციამ გადაიყვანა დანადგარები უსაფრთხო მაცივარაგენტებზე, ხოლო პროფესიულ სასწავლებლებში დაინერგა მაცივარ-ტექნიკოსთა სასწავლო პროგრამები. „ოზონის შრის დაცვა არის ის სფერო, რომელშიც მსოფლიომ მიღწია წარმატებას. მინდა დიდი სიამაყით ავღნიშნო, რომ საქართველო ერთერთი ლიდერია ამ პროცესში, რადგან პრაქტიკულად ნულამდე შემცირდა ოზონდამშლელი ნივთიერებების გამოყენება“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)