|
2020-09-22 16:00:00, 575 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - პასუხების პერიოდი გაიზარდა დიდი რაოდენობით ტესტების გამო, თუმცა 7-8 დღიანი დაგვიანება არ ყოფილა
ტესტირებაზე პასუხის 7-8 დღიანი დაგვიანება ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა იყო გარკვეული დაგვიანება იმ კუთხით, რომ თუკი წარსულში 24 საათის განმავლობაში გვქონდა პასუხი, დიდი რაოდენობის ტესტირებების გამო დაყოვნების პერიოდი დაახლოებით სამ დღემდე გაიზარდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, იმ პირებმა, რომლებსაც კოორნავირუსზე ტესტირება აქვთ ჩატარებული, პასუხების მოლოდინის დროს თვითიზოლაციის წესები უნდა დაიცვან. „ტეტსირებაზე პასუხის 7-8 დღიანი დაგვიანება ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა იყო გარკვეული დაგვიანება იმ კუთხით, რომ თუკი წარსულში 24 საათის განმავლობაში გვქონდა პასუხი, დიდი რაოდენობის ტეტსირებების გამო დაყოვნების პერიოდი დაახლოებით სამ დღემდე გაიზარდა. ზოგიერთ შემთხვვაში პასუხის გადამოწმება ხდება საჭირო, რასაც შესაძლოა, დამატებითი დრო დასჭირდეს. საველე ტესტირების პასუხები ამ ეტაპისთვის ამოწურულია. ვფიქრობთ, ხვალ, ზეგიდან უკვე 24-საათიანი ტესტირების პასუხს დავუბრუნდებით. მთავარია, როდესაც ადამიანი მომლოდინე რეჟიმშია, თვითიზოლაციის პირობები უნდა დაიცვას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)