22:25 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 10:36:43, 1165 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთში თაჯ-მაჰალის ტაძარი გაიხსნა

დღეს ინდოეთში თაჯ-მაჰალის ტაძარი დამთვალიერებლისთვის გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტაძარი კორონავირუსის გამო 6 თვის განმავლობაში დახურული იყო, რაც თაჯ-მაჰალის დაკეტვის ყველაზე დიდი პერიოდია.

დღეიდან ტაძარი მხოლოდ 5,000 ვიზიტორს უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კოვიდ19-ის გამო მიიღეს. თაჯ-მაჰალი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და პანდემიის დაწყებამდე ის ყოველდღე 70 000-მდე ტურისტს მასპინძლობდა.

ცნობისთვის, ბოლოს თაჯ-მაჰალი მოკლე დროით დაიხურა 1978 წელს, როდესაც დაიტბორა ქალაქი აგრა, სადაც ის მდებარეობს. მანამდე კი ძეგლი რამდენიმე დღით დაიხურა 1971 წელს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომის დროს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics