|
2020-09-20 14:26:48, 646 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ლატარია: ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარება საერთაშორისო ინვესტორებისთვის იქნება გზავნილი, უფრო აქტიურად ჩადონ ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში
ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარება, საერთაშორისო ინვესტორებისთვის იქნება გზავნილი, უფრო აქტიურად ჩადონ ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, - წერს ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია თავის facebook პოსტში. იგი ასევე ეხმაურება ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ არჩევას. „აზიის განვითარების ბანკის მხრიდან 2021 წელს წლიური შეხვედრის საქართველოში გამართვის გადაწყვეტილება მიუთითებს ქვეყნის მიერ განხორციელებული ანტიკრიზისული გეგმისა და პოსტპანდემიური სტრატეგიის ეფექტურობაზე. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას 5 ათასზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი იღებს, მათ შორის, ბანკის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტები, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას. ასევე, ქვეყნის საერთაშორისო აღიარებაზე ცალსახად მეტყველებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გამართვა თბილისში. ეს ყველაფერი დღევანდელი მთავრობის ზედმიწევნით სწორი და ადეკვატური პოლიტიკის შედეგია, რაც მხოლოდ და მხოლოდ უმაღლეს შეფასებას იმსახურებს“, - აღნიშნავს ირაკლი ლატარია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)