|
2020-09-18 17:20:51, 567 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ADB-ის წლიური შეხვედრის ჩატარება საქართველოში, არის დიდი აღიარება და პატივი ჩვენი ქვეყნისთვის
აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ჩატარება საქართველოში, არის დიდი აღიარება და პატივი ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ADB-ის მმართველთა ბიზნესსესიის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ესაა მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც 5 ათასზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნებიან ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე, ბანკის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტები. „ADB-ის 54-ე წლიური შეხვედრა კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისთვის. იმედი მაქვს, გლობალური პანდემიის გამო შექმნილი სირთულეებისა და გამოწვევბის მიუხედავად, ჩვენ ღირსეულად ვუმასპინძლებთ ამ ღონისძიებას. კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო ბანკის მმართველთა საბჭოს წევრებს საქართველოს მხარდაჭერისა და ნდობისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)