|
2020-09-18 16:33:18, 674 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენი ეკონომიკა იჩენს გაჯანსაღების ნიშნებს
„ჩვენი ეკონომიკა იჩენს უკვე გაჯანსაღების ნიშნებს, ეს გვაძლევს იმედს, რომ თანდათან ნეგატიური ფაქტორები მოიხსნება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავამ ისაუბრა ლარის კურსის გაუფასურებაზეც და აღნიშნა, რომ ეს ნეგატიური მოლოდინების შედეგია. „ძალიან კარგად გვესმის რომ ბევრი პრობლემა დაატყდა თავს მსოფლიო და მათ შორის საქართველოს, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს. რა თქმა უნდა ლარის კურსის მერყეობაც რის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და ჩვენც არ შეიძლება არ გვაწუხებდეს. ისიც მინდა განვმარტო, რომ დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით. ტურიზმი რაღაც პერიოდი საერთოდ შეწყდა. იგივე დაემართა ვაჭრობასაც. დღეს, რა თქმა უნდა, პრობლემები ეკონომიკაში დაგროვდა. მაგრამ ერთი რომ ჩვენი ეკონომიკა იჩენს უკვე გაჯანსაღების ნიშნებს, ეს გვაძლევს იმედს, რომ თანდათან ნეგატიური ფაქტორები მოიხსნება. მეორე, ლარის კურსთან დაკავშირებით თავისი ზემოქმედება იქონია ნეგატიურმა მოლოდინებმა ეკონომიკასა და საზოგადოებაში, ამას თავსი გავლენა ჰქონდა“, - განაცხადა თურავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)