|
2020-09-18 15:39:41, 722 ნახვა
კომენტარი
დაჭრილი მორაგბე - ადამიანებმა, რომლებიც ბოლო 10 წელია მართავენ კავშირს, რაგბი კრიზისამდე მიიყვანეს
„ადამიანებმა, რომლებიც ბოლო 10 წელია მართავენ კავშირს , რაგბი კრიზისამდე მიიყვანეს“, - ამის შესახებ განცხადებას რამაზ ხარაზიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ის და კიდევ სხვა მისი გუნდელები სიმართლის მხარეზე არიან ყველანაირი უსამართლობის წინააღმდეგ. „ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას და გამგეობის თავმჯდომარეს ჰქონდათ დაძაბული საუბარი, რა დროსაც დამიძახა, დამისვა სხვადასხვა პროვოკაციული კითხვა , იყო აგრესიული და როდესაც ჩემგან მიიღო ადეკვატური პასუხები და კონტრკითხვაზე პასუხი ვეღარ გამცა , ამოიღო იარაღი და მესროლა 2 ჯერ. რაგბის სამყაროში დაპირისპირება არსებობს და ეს გუშინდელმა ფაქტმაც დაამტკიცა, ადამიანებმა, რომლებიც ბოლო 10 წელია მართავენ კავშირს , რაგბი ჩაძირეს და კრიზისამდე მიიყვანეს . ესეც არ აკმარეს და ეხლა ჩირქს ცხებენ გუშინდელის მსგავსი ქმედებებით და ხალხის თვალში უკარგავენ ყველანაირ პატივისცემას. მე მორაგბე ვარ ჩემი ადგილი მოედანზეა, ამიტომ ყველანაირ პოლიტიკურ განცხადებებს ვემიჯნები“, - წერს ხარაზიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)