15:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 14:24:57, 640 ნახვა

სამართალი
ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას უნდობლობას უცხადებს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა აპელირებს გარდაცვლილის ვიდეოთი, სადაც თამარი ტყეში თვითმკვლელობაზე საუბრობს.

უფლებადამცველის თქმით, ვიდეომასალა თებერვლით თარიღდება და  ის თვითმკვლელობის ვერსიას არ ადასტურებს.

უფლებადამცველი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნას უნდობლობას უცხადებს.

„დღეს გენერალური პროკურატურის ბრიფინგიდან იმაზე საუბარი, რომ თამარ ბაჩალიაშვილი რასაც საუბრობს და იმაზე აპელირება, რომ ეს იყო თვითმკვლელობის ვერსია და პროკურატურის ყველა ვერსია, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის დროს, მათ ჩამოაყალიბეს თვითმკვლელობის ვერსია, შეიძლება ფორმალურადაც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს. არანაირი ექსპერტიზა არ მიუთითებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. მათ მიერ ნახსენები ვიდეოები იყო თებერვალში ჩაწერილი და თებერვლის თვიდან არანაირი ვიდეო აღარ არსებობს.

იმ ვიდეოებით აპელირება, რომ ის თვითმკვლელობას აპირებდა, ნამდვილად არ იკვეთება, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ.

უნდობლობას ვუცხადებთ ლევან სამხარაულის დასკვნას“, - განაცხადა ქობესაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics