|
2020-09-16 17:24:22, 1016 ნახვა
ეკონომიკა
MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტი - გვსურს საქართველოს დავეხმაროთ ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებაში, რომელიც პანდემიამდე დიდი ტემპით ვითარდებოდა
გვსურს საქართველოს დავეხმაროთ ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებაში, რომელიც პანდემიამდე დიდი ტემპით ვითარდებოდა, - ამის შესახებ MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლა ვილლამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული გადახდებისა და მონაცემების ანალიზის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს, რომელიც ქვეყანას ახალი კორონავირუსის და პანდემიის დაძლევის საქმეში დაეხმარება. „დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ დაგვეჭირა მხარი საქართველოს მთავრობის სტრატეგიისადმი, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის სტრატეგიისა და პოლიტიკის ნაწილში. ბევრი ვისაუბრეთ ტურიზმის შესახებ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი სფეროა. ვისაუბრეთ ასევე პარტნიორობის და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე საერთაშორისო დერეფნებში მონაცემების გატარებისა და ელექტრონული გადახდების განხორციელების ნაწილში. ამით გვსურს საქართველოს დავეხმაროთ ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებაში, რომელიც პანდემიამდე დიდი ტემპით ვითარდებოდა“, - განაცხადა ნიკოლა ვილლამ. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა და MasterCard-ი მჭიდროდ ითანამშრომლებენ და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და ტურიზმის სექტორის ხელშეწყობაზე. „ვიცით, რომ პანდემიიდან გამოყვანა სჭირდება დარგს და დასახმარებლად მოვედით. პროგრამაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, განსაკუთრებული აქცენტებით ტურიზმის სფეროში. სამომავლო ნაბიჯებს რაც შეეხება, ძლიერი თანამშრომლობა გვექნება საქართველოს მთავრობასა და MasterCard-ს. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ტურიზმის სფეროში საჭირო მონაცემებზე, ერთობლივი ინიციატივების განხორციელების ნაწილში, რათა არა მხოლოდ არსებული ბაზრები, არამედ ახლებიც იქნას ათვისებული იმ სამინისტროს მიერ, რომელიც ტურიზმის სექტორს კურირებს. საუბარია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზეც და მასთან თანამშრომლობაზე ქვეყნის ამ მნიშვნელოვანი დარგის სამომავლო ზრდისა და განვითარების მიზნით“, - განაცხადა ვილლამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)