|
2020-09-16 16:29:52, 715 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე ოპოზიციური პარტიების მემორანდუმზე - სახლობანას თამაში დაიწყეს
უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციური პარტიების მემორანდუმს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპონენტებმა სახლობანას თამაში დაიწყეს. მდინარაძის აზრით, ეს თამაში მხოლოდ თამაშად დარჩება. „სახლობანას თამაში დაიწყეს. ამ სახლობანასი ვისაც სჯერა, მათ დარწმუნებას ცდილობენ, თითქოს რაღაც შანსები აქვთ, რაც გამორიცხულია. სახლობანას თამაში და იმის ჩამოწერა, ვინ პრემიერი იქნება, ვინ სუს-ს გააუქმებს და ვინ სასამართლო სისტემას, ეს ისეთ ნათამაშებად დარჩება, როგორც აქამდე თამაშობდნენ“, - განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, დღეს ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“, „გირჩი“ -მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება დადეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)