|
2020-09-16 16:09:39, 727 ნახვა
კომენტარი
გიორგი გურგულია - გამოძიება მედავება ცოლის შეგინებას, ხელით არ შევხებივარ
მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული მსახიობის, გიორგი გურგულიას თქმით, ცოლს ხელით არასდროს შეხებია და არც მასზე უძალადია. როგორც გურგულიამ „რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა, მისი მეუღლე ნანობს და ამბობს, რომ მეუღლის დაჭერა არ უნდოდა. „გამოძიება მედავება ცოლის შეგინებას, ხელით არ შევხებივარ. ტელეფონი გამოვართვი ჩემი ნაჩუქარი და მიჩივლა მაგაზე, ეგ იყო მიზეზი და გამწარებულზე რაღაც სისულელე დაწერა რასაც ნანობს ახლა, ცხოვრებაში არ შევხებივარ ქალს ხელით, კინოშიც არ შევხებივარ ქალს. იქ ესწრებოდა მეზობლებიც, ჩემი მეგობარიც და ასე შემდეგ. არაფერი კონფლიქტი არ ყოფილა. მეხვეწება და ამათ ეხვეწება, რომ არ მინდოდაო ჩემი ქმარი დაეჭირათო, მინდოდაო, გამემწარებინაო, უბრალოდ“, - აცხადებს გიორგი გურგულია. შეგახსენებთ, რომ მსახიობ გიორგი გურგულიას მეუღლე ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)