|
2015-09-15 15:17:43, 537 ნახვა
საზოგადოება
პროექტის - „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით, პროექტის - „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სატყეო სექტორში არსებული მიღწევები, გამოწვევები და პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრა ორგანიზაციის - „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა“ (ADC) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, სადაც საქართველოს რეგიონებისა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით სახელმწიფო, სამეცნიერო და სამოქალაქო სექტორის კოორდინაციის კონკრეტული მექანიზმები განიხილეს. საკოორდინაციო შეხვედრას ეროვნული სატყეო სააგენტოს, სატყეო პოლიტიკის სამსახურის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოსა და თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)