10:24 - 23 May, 2026
|
2015-09-15 13:32:27, 585 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიაში ფასიანი გზების თემა არ განიხილება
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, გზებზე ფასის დაწესება დედაქალაქის მერიაში არ განიხილება. როგორც ლექვინაძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რაც ფასიან გზებთან დაკავშირებით თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა ავთანდილ სუდაძემ განაცხადა, მხოლოდ მისი პერსონალური მოსაზრებაა. „გზებზე ფასის დაწესება თბილისის მერიაში არ განიხილება. ის, რაც ავთანდილ სუდაძემ განაცხადა, ეს იყო უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან მოყვანილი მაგალითი, ეს იყო მისი პერსონალური მოსაზრება. ის, რაც გავრცელდა, ეს იყო ვფიქრობ გარკვეულწილად კონტექსტიდან ამოღებული. თბილისის მერიაში ფასიანი გზების თემა არ განიხილება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)