|
2020-09-15 10:48:57, 888 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია: პანდემიასთან გამკვლავებაში საქართველოს წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა პარტნიორების მხარდაჭერამ და მულტისექტორულმა მიდგომამ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 70-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა. მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ის მნიშვნელოვანი საქმიანობა მიმოიხილა, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა COVID-პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემა. „COVID-19 ინფექციის შემთხვევების შემცირების მიზნით საქართველოს მთავრობამ იანვრიდან მკვეთრ ზომებს მიმართა, რომელიც მოიცავდა სოციალურ დისტანცირებას, სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებების სრულ მობილიზებას, დროულ ტესტირებას და კონტაქტების კვლევას. COVID-19-ის კრიზისმა ჩვენ ნათლად დაგვანახა ჯანდაცვის სისტემაში არსებული გამოწვევები, როგორიცაა ადამიანური რესურების მობილიზების, ხარისხიან დიაგნოსტირებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის და კრიტიკული შემთხვევების მართვის საკითხები“. - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. თამარ გაბუნიამ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოში სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის საკითხზე. „პანდემიის პირობებში საქართველოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ჩარჩოს გადახედვა და დიალოგის დაწყება, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების როლების განსაზღვრას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს. რამდენადაც საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების 85% კერძო საკუთრებაა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კერძო დაწესებულებების შესაძლებლობების გამოყენების პარალელურად, გააძლიეროს სახელმწიფო დაწესებულებები და მოახდინოს არსებული ხარვეზების კორექტირება. ინფექციის კონტროლის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, კრიტიკული შემთხვევების მართვის გაუმჯობესება, პირველადი ჯანდაცვის სერვისების და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს ინვესტირების უმთავრეს პრიორიტეტებს“. - აღნიშნა თამარ გაბუნიამ სიტყვით გამოსვლისას. მინისტრის მოადგილემ გამოსვლის დასასრულს აღნიშნა, რომ პანდემიასთან გამკვლავებაში საქართველოს წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა პარტნიორების მხარდაჭერამ და მულტისექტორულმა მიდგომამ. „ჩვენ არაერთმა პარტნიორმა შემოგვთავაზა დახმარება. მაისში საქართველომ წამოიწყო მსოფლიო კრიზისზე რეაგირების პროექტი, რომელსაც მხარს უჭერდა მსოფლიო ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტირების ბანკი. დამატებითი ინვესტიციები იქნება მობილიზებული 700-ზე მეტი საავადმყოფო საწოლის განახლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერების მიზნით. ჯანდაცვის სექტორმა უდიდესი მხარდაჭერა მიიღო სხვა ადგილობრივი სექტორებისგან. იმისათვის, რომ მულტისექტორული რეაგირების პროგრამებმა კარგად იმუშაონ, მნიშვნელოვანია გვქონდეს კარგი ეროვნული საკოორდინაციო ორგანო და პასუხისმგებლობის ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს სპეციფიკურ როლებს თითოეული დარგობრივი მოთამაშისთვის", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)