|
2020-09-14 09:33:08, 1786 ნახვა
რეგიონი
ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას დღეიდან განაახლებს
ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას დღეიდან განაახლებს. მომხმარებლები სერვისებს კვლავ ვიზიტის წინაწარი დაჯავშნის პრინციპით მიიღებენ, რაც პორტალ MY.GOV.GE-ზე უკვე დღეიდან იქნება შესაძლებელი. გარდა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნისა, მომხმარებელს კოვიდ ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მოთხოვნების მკაცრად დაცვა მოუხდება. მომხმარებელი, მომსახურების სივრცეში, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, მხოლოდ პირბადით დაიშვება, რომელიც შენობის დატოვებამდე წესების დაცვით უნდა ჰქონდეს სახეზე მორგებული. პრევენციის მიზნით, კვლავ შეზღუდული იქნება მომსახურების დარბაზში მცირეწლოვანი ბავშვებით და იმ თანმხლები პირებით შესვლა, რომლებიც არ წარმოადგენენ ამა თუ იმ სერვისის მონაწილე მხარეებს. მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინებით, წინასწარი დაჯავშნის გარეშე, მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის მიღება იქნება შესაძლებელი. ბათუმის იუსტიციის სახლის გასხნის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სრულად განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული ყველა პრევენციული ზომა. დღეისთვის იუსტიციის სახლის შენობა სრულად დეზინფიცირებულია. მომსახურების დარბაზები, მაგიდებისა და სხვა ავეჯის ზედაპირები, ასევე შენობის 17-ვე სართულზე არსებული სამუშაო ფართები, სრულად დამუშვებულია სპეციალური ხსნარებით. ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას, კოვიდ ინფექციაზე ტესტირება ორჯერ ჩაუტარდა. შედეგად, 7-9 სექტემბრის შუალედში გამოვლენილი 3 შემთხვევის გარდა, ინფიცირების სხვა შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 14 სექტემბრიდან, სამუშაოს მხოლოდ ის ოპერატორები დაუბრუნდებიან, ვისთანაც ტესტირების შედეგები ორივე ჯერზე უარყოფითი იყო. აღსანიშნავია, რომ 8 სექტემბრიდან, ბათუმის იუსტიციის სახლის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)