|
2015-09-15 09:36:16, 399 ნახვა
პოლიტიკა
ბარიში მიმდინარე გამოფენაში სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით გიგი გიგიაძე იტალიის ელჩს შეხვდა
იტალიის ქალაქ ბარიში მიმდინარე გამოფენაში „Fiera del Levante“ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ საქართველოში იტალიის ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმისთან შეხვედრა გამართა საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა იტალიის ქ. ბარიში მიმდინარე გამოფენაში „Fiera del Levante“ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის მონაწილეობის საკითხი. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოხატა უკიდურესი შეშფოთება აღნიშნულთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ მსგავს ღონისძიებებში სოხუმის დამოუკიდებელი სტატუსით მონაწილეობა მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ე.წ. „აფხაზეთის“ დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციას და ამგვარად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და განხორციელებული ეთნიკური წმენდის დაკანონებას. მინისტრის მოადგილემ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ იტალიის მთავრობის მიერ მიღებული ეფექტური ზომების მიუხედავად, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი, ლობისტების მეშვეობით, კვლავაც ახერხებს იტალიის მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებას, რაც სრულიად მიუღებელია როგორც საქართველოს, ისევე იტალიის კანონმდებლობით. თავის მხრივ, იტალიის ელჩმა წუხილი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია დაუყოვნებლივ ეცნობება დედაქალაქს. ანტონიო ბარტოლიმიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დასძინა, რომ იტალიის მთავრობა მიიღებს შესაბამის ზომებს მომავალში მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად. ქართული მხარის პოზიცია გამოფენაში სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის მონაწილეობის დაუშვებლობის თაობაზე იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მეშვეობით უკვე ეცნობა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი რეგიონის ხელმძღვანელობას.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)