19:16 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 18:02:16, 431 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ლიტვაში მყოფ ქართველ სამხედროებს შეხვდა

ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი იმ  ქართველ სამხედროებს შეხვდა, რომლებიც  ლიტვის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აკადემიაში სწავლობენ.  თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ აკადემიაში ქართველი ოფიცრების სწავლების ფაქტი ორ ქვეყანასა და მათ უწყებებს  შორის აქტიური თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.
 „დღეს გვესტუმრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქალბატონი თინათინ ხიდაშელი. მოხარულები ვართ, რომ ვიზიტის ფარგლებში მოინახულა შეიარაღებული ძალების ოფიცრები. აღნიშნულ სამხედრო სასწავლებელში სასწავლო კურსს, ამჟამად, 5 სამხედრო მოსამსახურე გადის. სწავლობენ ინგლისურ ენას და საშტაბო-სამეთაურო კურსს“,- განაცხადა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს  შეიარაღებული ძალების  გენერალური შტაბის  J-3  ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ჩოხელმა.
საქართველო და ლიტვა სამხედრო განათლების სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ. ქართველი ოფიცრები ლიტვის სამხედრო სასწავლებელში სხვადასხვა სახის კურსებს გადიან, ლიტველი სამხედროები კი საქართველოში, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ზამთრისა და ზაფხულის კურსებში მონაწილეობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics