|
2020-09-11 15:06:36, 2209 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ეკონომიკური თავისუფლება ის თავისუფლებაა, რაც „ქართული ოცნების“ გუნდმა ბიზნესს მოუტანა
„ეკონომიკური თავისუფლება ის თავისუფლებაა, რაც „ქართული ოცნების" გუნდმა ბიზნესს მოუტანა. მან დაუბრუნა ბიზნესსა და ადამიანებს ღირსება. სწორედ ეს თავისუფლება აისახა კიდეც ამ პროგრესში. წინა ხელისუფლების დროს ამ მაჩვენებლით საქართველო ოცეულს მიღმა იყო", - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ფრეიზერის ინსტიტუტის" მიერ მომზადებული „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" ახალი რეიტინგი. 2020 წელს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველო კვლავ დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში მე-8 პოზიცია დაიკავა. „ფრეიზერის ინსტიტუტის" 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველოს ქულა და პოზიცია გაუმჯობესდა და 8.18 ქულით ლიდერი ქვეყნების ათეულში მე-8 პოზიცია დაიკავა. 2019 წლის ანგარიშში საქართველო მე-9 ადგილზე იყო. „საქართველო ბოლო პერიოდში ყოველთვის ლიდერი ქვეყნების ტოპ-ათეულშია. წელს ჩვენ ძალიან ბევრ მაღალგანვითარებულ ქვეყანას ვუსწრებთ, მათ შორის, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, კანადას, პოსტსაბჭოთა სივრცეში პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელისუფლებო გუნდის რეფორმების დამსახურებაა," - განაცხადა ნათია თურნავამ. რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება" ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, მდგომარეობა გაიუმჯობესა ისეთ ინდიკატორებში, როგორიცაა „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა" და მყარი ვალუტა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი - 10 ქულიანი შეფასება აქვს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ზღვრული საგადასახადო განაკვეთი; მარეგულირებელი შეზღუდვები უძრავი ქონების რეალიზაციაზე; უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება; შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა; ფინანსური გახსნილობა; კომერციული ბანკების არსებობა და სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)