|
2020-09-11 14:56:57, 3933 ნახვა
სამხედრო
9/11 სექტემბერი „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში გაიხსენეს
დღეს 11 სექტემბერია - საქართველოსა და აშშ-ის მჭიდრო პარტნიორობის დემონსტრირების მიზნით, ამ თარიღთან დაკავშირებით „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში ვაზიანში სწავლებაში ჩართული სამხედროების მონაწილეობით მარათონი მოეწყო, რომელიც ნიუ-იორკში განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპულების, ასევე მსოფლიო მშვიდობის განმტკიცების პროცესში დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიეძღვნა. მარათონმა სტარტი დედოფალ ელისაბედ II-ის გურქების ლოჯისტიკური პოლკის ბენდის მიერ სწავლებაში სპეციალურად ჩამოტანილი ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტებით შესრულებული კომპოზიციით აიღო. სპორტული გარბენი დაჯილდოებით დასრულდა. სწავლების ხელმძღვანელებმა, პოლკოვნიკებმა როლანდ ძნელაძემ და ჯეისონ ფრიმანმა ფინიშის ხაზის გადამკვეთ პირველ ხუთ სამხედროს სამახსოვრო დაფა, კოინები და სერტიფიკატები გადასცეს. დღესვე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა 11 სექტემბერს ნიუ-იორკში განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად სიმბოლურად 11-კილომეტრიანი მარში ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყვეს. JTEC-ის პირადმა შემადგენლობამ სტარტი საბრძოლო მომზადების ცენტრიდან (CTC) საქართველოსა და აშშ-ის სახელწმიფო დროშებით IV მექანიზებული ბრიგადის მიმართულებით აიღო. მოგვიანებით მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა, პოლკოვნიკებმა როლანდ ძნელაძემ და ჯეისონ ფრიმანმა 9/11 სექტემბრის ტერაქტში დაღუპულები გაიხსენეს. მათ მცხეთის მუნიციპალიტეტში, აღმართული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ნიუ-იორკში განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ასევე, სწავლებაში ჩართული საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედრო ქვედანაყოფების ხელმძღვანელები.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)