|
2020-09-11 13:26:29, 2142 ნახვა
ეკონომიკა
10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 505 ტონა ვაშლია ექსპორტირებული
დარგის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, საქართველოში წელს, ვაშლის უხვი მოსავალია. ვაშლის საპროგნოზო მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერაა გაზრდილი და 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს. 10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 505 ტონა ვაშლი, რაც 300 % -ზე მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ქართული ვაშლი წელს, რუსეთის ფერედაციის და ყაზახეთის სახელმწიფოს ტრადიციული ბაზრების გარდა - სომხეთის რესპუბლიკასა და სიანგანში (ჰონკონგი) გავიდა. ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (466 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (37 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა ( 2 ტონა), სიანგანი (0,10 ტონა). ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 250 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 218 000 აშშ დოლარს წარმოადგენს. სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)