|
2015-09-14 16:50:50, 540 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: არამგონია, პრემიერმა ის თქვა, რომ გიორგი ღვინიაშვილი მოაშორეთ იქიდან
„არამგონია, პრემიერმა ის თქვა, რომ გიორგი ღვინიაშვილი მოაშორეთ იქიდან“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის წევრის“ გიორგი ბარამიძის მოწოდებას, რომ პრემიერის დღევანდელ განცხადებას, გიორგი ღვინიაშვილთან დაკავშირებით, რეაგირება მოჰყვეს. როგორც ბარამიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, გაუგონარია, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შს მინისტრს დავალებას აძლევს, რომ „ღვინიაშვილი კახეთში მიმდინარე აქციებს მოაშორონ“. “პარლამენტის ნებისმიერ წევრს აქვს უფლება, ვალდებულება, რომ იყოს ამ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ამხელა გაჭირვება და პრობლემა აქვთ. მთავრობა ამას ეთანხმება თუ არა, ეს სხვა თემაა, მაგრამ გაუგონარია, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შს მინისტრს ასე დავალებას აძლევს. დღეს უკვე მოჰყვა რეაგირება, ვიღაც ჭანყოშვილი გამოეყო პოლიციის რიგებს და შეეცადა ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა გიორგი ღვინიაშვილისთვის და ისევ პოლიციის მეშვეობით იქნა ეს ადამიანი გაპარებული. გთხოვთ, ასეთ გაუგონარ და არასწორ დანაშაულის შემცველ ქმედებასთან დაკავშირებით მოახდინოთ რეაგირება“, - აღნიშნა ბარამიძემ. ცნობისთვის, დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები რთველთან დაკავშირებით გლეხების შეცდომაში შეყვანას სცდილობენ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)