19:16 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 16:34:23, 408 ნახვა

პოლიტიკა
შალვა თადუმაძე: პრემიერი არ არის ვალდებული პარლამენტის წინაშე წარსდგეს

მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განცხადებით, არ არსებობს ნორმატიული ბაზა, რომელიც პრემიერს ავალდებულებს,  საშემოდგომო სესიაზე ანგარიში პირადად წარადგინოს.
ამის შესახებ თადუმაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით,  პარლამენტში პრემიერის და მთავრობის დაბარების სხვა პროცედურები არსებობს.
"არც კონსტიტუციით და არც რეგლამენტით არ არსებობს ნორმატიული ბაზა, რომელიც პრემიერს ავალდებულებს პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე ანგარიში პირადად წარადგინოს და კითხვებზე პასუხი გასცეს. პარლამენტში პრემიერის და მთავრობის დაბარების სხვა პროცედურები არსებობს. შესაბამისად, ამ პროცედურების გარეშე პრემიერი არ არის ვალდებული პარლამენტის წინაშე წარსდგეს. 205-ე მუხლში წერია, რომ საშემოდგომო პირველ სასესიო კვირაში პრემიერ-მინსიტრი ანგარიშს წარადგენს. 5 წელი და მანამდეც ეს წერილობით ხდებოდა", - განაცხადა შალვა თადუმაძემ და აქვე დასძინა: "სადაც წერია, რომ პრემიერი წარსდგება პარლამენტის წინაშე, იქ წარსდგება, ხოლო სადაც წერია, რომ გადააგზავნის-იქ გადააგზავნის ანგარიშს"





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics