|
2020-09-09 12:04:20, 4104 ნახვა
რეგიონი
ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას შენობის სრული დეზინფექციისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დასრულების შემდეგ განაახლებს
ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას შენობის სრული დეზინფექციისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დასრულების შემდეგ განაახლებს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სახლის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შენობაში მომუშავე 100-ზე მეტი თანამშრომლის ტესტირების პროცესი დღეს დასრულდება. „პრევენციული ღონისძიებების გატარება 7 სექტემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც იუსტიციის სახლის თანამშრომელს კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა. იმავე დღეს დაიწყო და გრძელდება, როგორც მომსახურების სივრცეებისა და შეხვედრების ოთახების დეზინფექცია, ისე შენობის 17-ვე სართულზე განთავსებული სხვადასხვა უწყების სამუშაო ფართების სპეციალური საშუალებებით დამუშავება. ბათუმის იუსტიციის სახლის გასხნის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც უწყება სრულად განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ ყველა პრევენციულ ზომას და დარწმუნდება, რომ გარემო უსაფრთხოა, როგორც მომხმარებლებისათვის, ისე იუსტიციის სახლში დასაქმებული თანამშრომლებისათვის. იუსტიციის სახლის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სერვისების უსაფრთხო გარემოში მიწოდების პროცესი უმოკლეს ვადებში აღდგეს. სამუშაო რეჟიმის განახლების შესახებ, საზოგადოებას ინფორმაცია დამატებით მიეწოდება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)