20:54 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-09 11:07:13, 15905 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის 44 შემთხვევიდან 7 „დონას“ კლასტერია, სამი მედპერსონალი, სამის ინფიცირების წყარო უცნობია

კორონავირუსის 44 შემთხვევიდან 7 „დონას“ კლასტერია, სამი მედპერსონალი, სამის ინფიცირების წყარო უცნობია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან 12 ბათუმს უკავშირდება, 12 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორს ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ხოლო ხუთი შემოტანილი შემთხვევაა.

„გუშინ ქვეყანაში გახლდათ 1729 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 44 შემთხვევა და არის 1773. 44 ახალი შემთხვევა ასეთი განაწილებით გახლავთ: 7 არის „დონასთან“ დაკავშირებული შემთხვევა, 12 არის ქალაქ ბათუმთან დაკავშირებული შემთხვევები, 12 არის დადასტურებული შემთხვევასთან კონტაქტია, ორი გახლავთ ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირი, ხუთი გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, სამი გახლავთ სამედიცინო პერსონალი და სამ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოკვლევა კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით.

ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 421 პაციენტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics