|
2020-09-08 18:20:44, 5374 ნახვა
რეგიონი
ქედის მერიაში ახალი სოციალური ქვეპროგრამა „სამკურნალო/გამჯანსაღებელი პროცედურების ჩატარების ხელშეწყობა“ ამოქმედდა
ქედის მერიაში ახალი სოციალური ქვეპროგრამა „სამკურნალო/გამჯანსაღებელი პროცედურების ჩატარების ხელშეწყობა“ ამოქმედდა. მემორანდუმის საფუძვლეზე, ბენეფიციარები რომლებსაც აწუხებთ ოსტეოქონდროზი, გულსისხლძარღვთა, სასუნთქი გზების პრობლემები და სხვა ქრონიკული დაავადებები, სამკურნალო/გამაჯანსაღებელი პროცედურები სამცხე-ჯავახეთში არსებულ კურორტზე, სარეაბილიტაციო კომპლექს ,,მესხური კოშკში“ ჩაუტარდება, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებების მქონე წყლებით. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველ, შშმ მქონე პირებს, მრავალშვილიან და 200 000 -მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება. 100 ლარიანი დღიური ვაუჩერიდან, რომელიც ითვალისწინებს სამჯერად კვებას, ექიმის მომსახურებას და ბალნეოლოგიურ პროცესურებს - 50 ლარს მომწოდებელი აფინანსებს, 25 ლარს ქედის მუნიციპალიტეტის მერია და ამდენივეს მოსარგებლე. თუ გსურთ პროგრამით სარგებლობა უნდა მიმართოთ ქედის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს, ან დატოვოთ განცხადება მერიის კანცელარიაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)