|
2020-09-07 15:20:48, 3213 ნახვა
ეკონომიკა
სოლომონ პავლიაშვილი ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მესამე კონფერენცია „ბიზნესის როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში საქართველოში“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. „ჩვენი ქვეყნისთვის გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელება და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. შვედეთის მთავრობის აქტიური მხარდაჭერით და პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ნარჩენების მართვის კოდექსი, სტრატეგია და ეროვნული გეგმა სრულ თანხვედრაშია ევროპულ კანონმდებლობასთან. მწვანე ეკონომიკის დანერგვის პირობებში, აუცილებელია გამძლე, განახლებადი და ხელახლა გამოყენებადი პროდუქციის წარმოება და აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. კონფერენციაზე გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტმა, დარიუშ ედვარდ პრასეკმა საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების და ამ სისტემის ეფექტიანი დანერგვის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცირკულარული ეკონომიკა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელოვანი ნაწილის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან. კონფერენციის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ სოლომონ პავლიაშვილის მონოგრაფიას „ეკონომიკური ეფექტიანობის თეორიები, განვითარების მოდელები და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობა საქართველოში“ გაცნობოდნენ. ღონისძიებას დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის და შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მესამე კონფერენცია პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით გაიმართა.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)