|
2020-09-07 14:30:16, 7097 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს
მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აშშ-საქართველოს მჭიდრო, წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღეს. მინისტრმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, ასევე, საქართველოში დემოკრატიული აღმშენებლობის უწყვეტი მხარდაჭერისთვის: „ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა. ჩვენი საერთო მიზანია, განვავითაროთ თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალები, რომელიც ეროვნული თავდაცვის ამოცანების შესრულებასთან ერთად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ღირსეული პარტნიორობა ჩვენმა ჯარისკაცებმა საერთაშორისო მისიებში უდიდესი კონტრიბუციით და მრავალეროვნულ სწავლებებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმით დაამტკიცეს“. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენი ქვეყნისთვის აშშ-ის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუციაც გაიხსენა: „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის 4 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. საგარეო თავდაცვის ფონდის ფარგლებში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფო ამერიკა წლების განმავლობაში ათეულობით მილიონ დოლარს ხარჯავს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისთვის“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)