19:17 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 13:27:07, 5029 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი - „ღირსეული პარტნიორი 2020“ საქართველოში სტაბილურობასა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მრავალეროვნულ სწავლებას  „ღირსეული პარტნიორი 2020“ მიესალმება.

მისი განცხადებით, აღნიშნული საერთაშორისო წვრთნა ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება.

„მივესალმები მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად მონაწილეობას იღებენ NATO-ს ოთხი წევრი ქვეყნის – აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები.

უმნიშვნელოვანესია ამ საერთაშორისო წვრთნის როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსნებთ, რომ მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით ოფიციალურად დღეს გაიხსნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics