22:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 08:07:06, 2961 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: მინდა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო იმ პროცესში და გამოწვევებში მხარდაჭერისთვის, რამაც დღევანდელ ზეიმამდე მოგვიყვანა

„მინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო იმ პროცესში და გამოწვევებში მხარდაჭერისთვის, რამაც დღევანდელ ზეიმამდე მოგვიყვანა. ეს ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი და წარმატებული გზის მხოლოდ დასაწყისია.

არ შეიძლება არ აღინიშნოს მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს. ის პირველი დღიდან იყო ჩვენი მხარდამჭერი. პირველი დღიდან, როგორც კი, საქართველოში ფაროსანა გამოჩნდა, რაც რეალურად სტიქიური მოვლენა იყო სოფლის მეურნეობაში. პირველი მყისიერი დახმარება ჩვენ ამერიკელი მეგობრებისგან მივიღეთ და USAID, როგორც ამერიკის მთვარობის წარმომადგენელი იყო ჩვენს გვერდით.

ჩვენ, ამერიკელი მეგობრებისგან არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება, არამედ, ექსპერტული ცოდნა და ტექნიკური დახმარება მივიღეთ, რომ გაგვეძლიერებინა ჩვენი მცენარეთა დაცვის საშუალებები, სამსახურები, რის საფუძველზეც საქართველო იქცა ცენტრად, სადაც გამოცდილების გასაზიარებლად მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები ჩამოდიან. აქ, რა თქმა უნდა, ამერიკის დახმარება განსაკუთრებულია, თუმცა შემდგომში ბევრი მეგობარი ქვეყანა დაგვეხმარა და ყველა მათგანს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო.

ფაროსანასთან წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მინდა მადლობა ასევე გადავუხადო რეგიონის ხელისუფლებას და ფერმერებს, იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ თხილის ბაღებში, უვლიან მოსავალს და იღებენ შედეგებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics