20:32 - 27 May, 2026
|
2020-09-06 16:55:08, 5187 ნახვა
მსოფლიო
მინსკში ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ კვლავ ათასობით ადამიანი გამოვიდა - პირდაპირი
მინსკში, ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ, მრავალათასიანი აქცია იმართება. მასშტაბური მსვლელობის დაწყებამდე ომონმა, აქციის მონაწილეთა დაკავება საკუთარ სადარბაზოებში დაიწყო. მიუხედავად ამისა, დამოუკიდებლობის პროსპექტზე ათასობით ადამიანია გამოსული. მათი მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს თვითმარქვია პრეზიდენტი ლუკაშენკო და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ომონი და სამხედრო შენაერთები აქციის მონაწილეებს, დამოუკიდებლობის მოედანთან სადაც ლუკაშენკოს რეზიდენციაა განთავსებული, მიახლოვების საშუალებას არ აძლევენ. ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ მოუწოდა რუსეთს, ბელარუსის სუვერენიტეტს პატივისცემით მოეკიდოს. ამის შესახებ მან „იუთუბის“არხზე გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)