|
2015-09-14 12:36:32, 607 ნახვა
საზოგადოება
ანა დოლიძემ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის მე-2 საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ანა დოლიძემ პირველკლასელებს სიტყვით მიმართა, წარმატებები უსურვა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მნიშვნელოვანია, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს განათლება. წიგნებისა და კომპიუტერების დარიგებით ჩვენ სიმბოლურად უნდა ვაჩვენოთ, რომ ყველა ბავშვს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სკოლაში სწავლობს, უნდა ჰქონდეს განათლების მიღების ერთნაირი შესაძლებლობა. ჩვენთვის ეს სკოლა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სამხედრო ნაწილის გვერდით მდებარეობს და იმედია, ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა გაგრძელდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და პატარებს დაჰპირდა, რომ სასწავლო წლის ბოლოს კვლავ ესტუმრება. ანა დოლიძე ვაზიანის მე-2 საჯაროს სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეების მშობლებს პირადად გაესაუბრა, შემდეგ კი საკლასო ოთახები და სკოლის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა. სასწავლო პროცესის განახლება სკოლაში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა, სადაც მუსიკალური ნომრები სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებმა წარმოადგინეს; შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)