|
2015-09-14 11:30:18, 619 ნახვა
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. უწყების ინფორმაციით, მინისტრთან და უნივერსიტეტის რექტორთან ზურაბ ვადაჭკორიასთან ერთად, სტუდენტებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიმართეს. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის თებერვალში გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ეკოსაგანმანათლებლო პროექტებში იღებენ მონაწილეობას. ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები, სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტში გაივლიან სტაჟირებას. დღესვე, სტუმრებისთვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლმა კონცერტი გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)